კომპანია ჰერბალაიფსა და ფედერალური სავაჭრო კომისიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

ხელშეკრულების მიხედვით კომპანია ჰერბალაიფი არ შეცვლის პირდაპირი გაყიდვების ბიზნეს-მოდელს.

ჰერბალაიფის დირექტორთა საბჭო ნებას რთავს ბატონ კარლ აიკანს შეიძინოს ბრუნვაში არსებული საერთო აქციები 34,99%-მდე ოდენობით.

2016 წლის 15 ივლისი, ქ. ლოს-ანჟელესი, აშშ.

ჯანსაღი კვების ინდუსტრიის გლობალური კომპანიის „ჰერბალაიფი“-ს (შემდგომში „ჰერბალაიფი“ ან „კომპანია“) განცხადებით, ჰერბალაფსა და ფედერალური სავაჭრო კომისიას (შემდგომში „კომისია“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რამაც დაასრულა კომისიის მიერ ამ კომპანიის მიმართ მრავალ წლიანი გამოძიება. ხელშეკრულების პირობები არ ავალდებულებს კომპანიას შეცვალოს მისი პირდაპირი გაყიდვების ბიზნეს-მოდელი, მაგრამ ავალდებულებს თავის სფეროში ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბოს. აღნიშნული ხელშეკრულებით კომისიის მიერ ჰერბალაიფის მიმართ წარმოებული გამოძიება დასრულდა.

ჰერბალაიფსა და ილინოისის შტატის მთავარ პროკურორს შორის ასევე გაფორმდა სხვა ხელშეკრკულება, რომლის ფარგლებში კომპანია თანახმაა გადაიხადოს ჯარიმა 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით ილინოისის შტატის მიერ ჰერბალაიფის მიმართ წარმოებული გამოძიება დასრულდა. კომპანია არ ფლობს ინფორმაციას სხვა შტატის პროკურატურის მიერ მის მიმართ წარმოებული რაიმე სახის მიმდინარე გამოძიების შესახებ.

“ეს ორი ხელშეკრულება არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი თანმიმდევრულია ჩვენი ბიზნესის მოდელი და ხაზს უსვამს ჩვენი კომპსნიის წარმატებისაკენ მიმავალ გეზს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდებოდა შეთანხმების მიღწევა” - აცხადებს ბატონი მაიკლ ო. ჯონსონი, ჰერბალაიფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.

აქვე, კომპანია მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არასწორი და უსაფუძვლოა. ხელშეკრუელბის გაფორმებამდე კომპანიამ განიცადა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი, რაც გამოწვეული იყო ხანგრძლივი სასამართლო გარჩევებით. ამ პროცესებს უამრავი ენერგია ეთმობოდა. მრავალწლიანი გამოძიების პერიოდში კომისიასთან ურთიერთობის პარალელურად კომპანია ამაოდ ცდილობდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში. შესაბამისად კომპანიას სურდა ამ პროცესის დასრულება და ნაბიჯის გადადგმა განვითარების ეტაპისკენ. გაფორმებული ხელშეკრუელბა სრულად ითვალისწინებს კომპანიის ინტერესებს და ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კომპანიის მენეჯმენტს მიეცა საშუალება მეტი დრო და ენერგია დაუთმოს ბიზნესის მშენებლობას და სტრატეგიული ბიზნეს-შესაძლებლობების ძიებას.

კომპანიის დირექტორთა საბჭომ (შემდგომში „საბჭო“) ერთხმად დაამტკიცა ორივე ხელშეკრულება და ჩამოაყალიბა საბჭოს სამეთვალყურეო კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“), რომლის მიზანია ხელშეკრულებების პირობების შესრულების უზრუნველყოფა. ამავდროულად, საბჭომ განახორციელა შემდეგი თანამდებობრივი ცვლილებები:

- საბჭოს მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი ჯონათან ლეიბოუიტსი. ის ადრე იკავებდა ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას და ამჟამად არის იურიდიული კომპანია „დევის, პოლკ და უარდელ“-ის პარტნიორი.

- ხელშეკრკულებების პირობების შესრულების მაკონტროლებელი ჯგუფის მეთაურად დაინიშნა ბატონი ჰენრი უანგი. ის ამავდროულად იკავებს ჰერბალაიფის მთავარი მრჩეველის მოადგილის და იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციებს. გჯუფის მეთაური პირდაპირ ანგარიშვალდებულია კომიტეტის მიმართ.

- ქალბატონი პამელა ჯონს ჰარბორი დაინიშნა, რათა გააკონტროლოს ახალი დისტრიბუტორების საქმიანობა ხელშეკრულებების პირობების შესრულების შესაბამისობის ჭრილში. ქალბატონი პამელა ამჟამად არის ჰერბალაიფის გლობალური ბიზნესის კონტროლისა და განვითარების განყოფილების უფროსი ვიცე პრეზიდენტი, ადრე იგი იკავებდა ფედერალური სავაჭრო კომისისი კომისარის პოზიციას.

კომიტეტი ეხმარება საბჭოს განავითაროს ბიზნესი და დანერგოს ახალი ინიციატივები კლიენტის უფლებათა დაცვის და კმაყოფილების მიზნით, რისთვისაც ბოლო რამდენიმე წელია კომპანიამ მოიწვია და დაასაქმა ექსპერტ-კონსულტანტები. მათი რჩევით, კომპანიის საქმიანობაში განხორციელდა უამრავი ცვლილება, რამაც მოიყვანა კომპანია კლიენტის უფლებათა დაცვის თანამედროვე საკანონმდებლო რეგულაციების ჩარჩოებში. ასეთი ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს გაფორმებული ორი ხელშეკრულების პირობებიც.

ხელშეკრულების პირობები ასევე არეგულირებს მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე რეგისტრირებული გაყიდვების ქსელის საქმიანობას, რაც გლობალური გაყიდვების საერთო ბრუნვის 20%-ს შეადგენს. ხელშეკრულება ავალდებულებს კომპანიას შეიმუშავოს ახალი პროცედურები და ასევე გააუმჯობესოს ძველი დანერგილი სქემები. ხელშეკრულებების პირობების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, დარჩენილი წილი კი შესრულების პროცესშა და დასრულდება უახლოესი 10 თვის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ ხელშკრულების ორ ძირითად დებულებას:

  1. გამოვლინდება კომპანიის წევრების ორი კატეგორია - პრივილეგირებული წევრი და დისტრიბუტორი.
    პრივილეგირებულ წევრი არის ჰერბალაიფის უკვე დარეგისტრირებული ან ახლად დარეგისტრირებული წევრი. პრივილეგირებული წევრები შეიძენენ პროდუქციას ფასდაკლებით.
    დისტრიბუტორი არის ჰერბალაიფის წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩამოაყალიბოს ბიზნესი და გაყიდოს პროდუქცია კომპაიის პირდაპირი გაყიდვების მოდელის გამოყენებით.
    კატეგორიზაციის ასეთი მოდელის დანერგვა გააადვილებს ჯგუფების საქმიანობის კონტროლს და არღიცხვიანობის წარმოებას, საშუალებას მისცემს თითოეულ წევრს მიიღოს თავის საქმიანობაზე მორგებული გამოცდილება.
  2. დისტრიბუტორი მიიღებს კომპენსაციას განხორციელებული საცალო გაყიდვების ბრუნვის მიხედვით და ვალდებულია წარმოადგინოს მის მიერ განხორციელებული გაყიდვების ქვითრები ან დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომპენსაცია ასევე ითვალისწინებს დისტრიბუტორის მიერ პირადი მოხმარებისთვის შეძენილ პროდუქციას დასაშვები ლიმიტის ფარგლებში. ამჟამად ჰერბალაიფის დამოუკიდებელი დისტრიბუტორი ვალდებულია შეინახოს ქვითრები და ყველა დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს რეალიზაციის/გაყიდვის ოპერაციას (sales transaction receipts). მობილური ტექნოლოგიების განვითარების შედეგად საცალო გაყიდვების კონტროლი უფრო გაადვილდა და მოქნილი გახდა. კომპანიამ ამ კუთხით შეიმუშავა აღრიცხვის ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება და დანერგა მობილური აპლიკაცია აშშ-ს ბაზრის გაყიდვების ქსელისთვის. ამ აპლიკაციმ გაყიდვების აღრიცხვის პროცესი მაქსიმალურად გაამარტივა და ეფექტური გახადა.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს შემდეგს - დისტრიბუტორთა სწავლის პროცესის გაუმჯობესება; კვების საკუთარი კლუბის გახნამდე დისტრიბუტორი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს-გეგმა და შეასრულოს ერთწლიანი ლოდინის პერიოდი; თავდაპირველი გაწევრიანების ნაკრების დაბრუნების ვადის გაზრდა; პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ყველა ხარჯის გადახდა; პროდუქციის ავტომატიზირებული გაგზავნების აკრძალვა; აუდიტორული შემოწმების წარმოება დამოუკიდებელი, მესამე პირის მიერ; და საჩივრების სქემების უკეთესი შესწავლა.

კომპანიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულება უზრუნველყოფს კომპანიის პირდაპირ გაყიდვების სქემის და მრავალ-დონიანი მარკეტინგული ინდუსტრიის სტრუქტურის სწორი მიმართულებით განვითარებას. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ მკაცრი წესები შემოიღო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და პროდუქციის ავტომატიზირეუბლი მიწოდებისთვის გაამკაცრა წესები. დღეს კი ასეთი პრაქტიკის წილი კომპანიის სრული გაყიდების ჭრილში 1%-ს უტოლდება. ამასთან, აშშ-ში დაბრუნებული პროდუქციის წილი ჰერბალაიფის გაყიდვების მხოლოდ 0,02%-ს შეადგენს. დაბრუნებული პროდუქციის ტრანსპორტირების ხარჯების კომპანიის მიერ დაფრვა მინიმალურად დააზარალებს ბიზნესს. კლიენტის კმაყოფილების თვალსაზრისით კი ასეთი გადაწყეტილება დადებით გავლენას მოახდენს ამ სფეროში.

2016 წლის 5 მაისის ხელშეკრულების მიხედვით, ჰერბალაიფი ვალდებულია კომისიას გადაუხადოს ჯარიმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ ნება დართო ბატონ კარლ აიკანს, კომპანია „აიკან ენტერპრაიზიზ ჰოლდინგს“-ს და სხვა მასთან დაკავშირებულ პირებს (შემდგომში „აიკანის მხარე“) გაზარდოს მათ მფლობელობაში არსებული ჰერბალაიფის საერთო აქციები 25%-დან 34.99%-მდე. ამჟამად აიკანის მხარე ფლობს ჰერბალაიფის საერთო აქციებს 17 მილიონის ოდენობით, რაც ბრუნვაში არსებული ყველა საერთო აქციების დაახლოებით 18.3%-ია. ჰერბალაიფის დირექტორთა საბჭო 13 ადამიანისგან შედგება. აიკანის მხრიდან დანიშნული კი ამ საბჭოში კვლავინდებურად 5 ადამიანი რჩება.

„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ჰერბალაიფს ძლიერი საფუცველი აქვს და მიხარია, რომ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩემს მფლობელობაში არსებული საერთო აქციების ოდენობა 25%-დან 34.99%-მდე გაიზარდა. ჩემი ინვესტიციების წარმატება მნიშვნელოვნად უკავშრდება დაბანდების საგნის მრავალმხრივ შესწავლას და კომპანიების რთული და სპეციფიური პრობლემების სათანადო შესწავლას - აცხადებს კარლ აიკანი. - მე მჯერა ჰერბალაიფის აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი მაიკლ ჯონსონის და ასევე მჯერა კომპანიის მმართველი გუნდის. მათ ოსტატურად მოახერხეს და დაეხმარნენ კომპანიას წარმატებით გაევლო ყველა სირთლე და გამოწვევა. მათ დაამარცხეს ჰერბალაიფის წინააღმდეგ ბილ ეკმანის მიერ აგირებული მასშტაბური პიარ-კამპანია. ის არაერთხელ ყველას გვარწმუნებდა, რომ კომპანია დაიხურება. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არსებობას და წარმატებულ ბიზნესს“.

ამერიკაში, ასევე როგორც სხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანი ცდილობს მოიძიოს დამატებითი წყარო თავისი შემოსავლისთვის. ჰერბალაიფის პროდუქციის გაყიდვის მსურველებსაც იგივე მიზანი ამოძრავებთ. ისეთი კომპანიები როგორიცაა „უბერი“, „ეარბიენბი“ და „ეტსი“ შრომისმოყვარე მოქალაქეებს სთავაზობენ მოიძიონ დამატებითი შემოსავალი საკუთარი პირობებით მუშაობის გარემოს შექმნის შესაძლებლობით. ასეთ კომპანიაში გაწევრიანება მარტივია, რაც კიდევ უფრო აადვილებს ბიზნესის განვითარებას. გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ში პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში დასაქმებულია 18 მილიონი ადამიანი და 156 მილიონზე მეტი მომხმარებელი კი ყიდულობს პროდუქციას ამ ადამიანებისგან. ამერიკის პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიის ბრუნვის მაჩვენებელი შეადგენს 35 მილიარდ დოლარს. ამ ინდუსტრიის ძირითადი მიზანია, მისცეს მოსახლეობას შესაძლებლობა თვითონ გახდეს თავისი ბოსი, შეადგინოს მუშაობის საკუთარი გრაფიკი და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. კომპანია მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების პირობების შესრულება ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარებას.

კომპანიისთვის უდიდეს მნიშვნელობას წარმოადგენს კლიენტთა კმაყოფილება ჰერბალაიფის დაბალანსებული კვების პროდუქტების და სერვისების გამოყენების მიმართ. როგორც ყველა კარგმა კომპანიამ, ჰერბალაიფმა ბოლო ათი წლის განმალვობაში დანერგა შესაბამისი მიმართლებები და გამოიყენა ახალი პრაქტიკები იმისათვის, რომ ყველა კლიენტი, 4 მილიონზე მეტი პრივილეგირებული მონაწილე და დამოუკიდებელი პარტნიორი კომპანიასთან ურთიერთობისას იყოს კმაყოფილი და მიიღოს საუკეთესო მომსახურება. ჰერბალაიფი კვლავინდებურად ცდილობს ინდივიდუალურად იმუშაოს ყველა კლიენტთან და დამოუკიდებელ პარტნიორთან, რათა მიაწოდოს მას განსაკუთრებული მომსახურება. კომპანია კვლავ აგრძელებს განვითარებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

მას შემდეგ რაც დასრულდა გამოძიება, ჰერბალაიფი იპტიმიზმით უყურებს მომავალს და იმედოვნებს, რომ მათ, ვინც შეიძინა კომპანიის აქციების მცირე რაოდენობა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მცდარი და უსაფუძვლო. ასევე, ჰერბალაიფი იმედოვნებს, რომ მომავალში შეძლებს წარმატებით გაუძლოს ბაზრის მანიპულაციაზე ორიენტირებულ გამოწვევას. თუნდაც ეს იყოს ისეთივე უცერემონიო დემრში კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც სამ წელიწადზე მეტი გაგრძელდა და შედეგად მივიღეთ ზარალი ასობით მილიარდი დოლარის ოდენობით, სერიოზული რეპუტაციული ვარდნა და ინვესტორების ნდობის შემცირება ამ პერიოდის მანძილზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.Herbalife.com/StrongerThanEver.

ინფორმაცია კომკპანია ჰერბალაიფის შესახებ:

ჰერბალაიფი არის საერაშორისო კომპანია, რომელიც ახორციელებს ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მსოფლიოში. 1980 წლიდან კომპანიამ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. დღეს ჰერბალაიფის ჯანსაღი კვების, წონის კორექციის, საკვები დანამატების, ფიტნესის პროდუქტების და პირადი მოვლის საშუალებების შეძენა შესაძლებელია კომპანიის დამოუკიდებელ პარტნიორებთან და დისტრიბუტორებთან მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. დისტრიბუტორი თავის მომხმარებელს სთავაზობს დაბალანსებული კვების პერსონალურად მორგებულ პროგრამებს. ჰერბალაიფის მიზანია დაეხმაროს უამრავ ადამიანს გადალახოს ჭარბი წონის პრობლემა, რაც ხშირ შემთვევაში არასწორი კვების რეჟიმით და არაჯანსაღი ცხოვრებით არის გამოწვეული ჰერბალაიფის მიზანია ჩამოაყალიბოს საზოგადოებაში აქტირუი, ჯანსაღი წესით ცხოვრების სურვილი.

დღევანდელი მდგომარეობით კომპანიაში მუშაობს 8 ათასზე მეტი თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის აქციები იყიდება ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, ინდექსით: HLF. 2015 წელს კომპანიის პირდაპირი გაყიდვების ბრუნვამ 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: Herbalife.com ან IAmHerbalife.com.

მომავალზე ორიენტირებული პირობები

წინამდებარე პრეს-რელიზში მოცემულია „მომავალზე ორიენტირებული პირობები“, თანახმად ეგრეთწოდებული ‘უსაფრთხო ნავსაყუდელის’ კანონისა, რომელიც მიღებულია 1995 წელს და ეხება კერძო ფასიან ქაღალდებთან დაკაშრებულ სამართალწარმოების რეფორმას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მომავალზე ორიენტირებული განცხადებები გონივრულად გადმოსცემს სამომავლო პროგნოზს. თუმცა სინამდვილეში, რეალურმა შედეგებმა და მიღწევებმა შესაძლოა სხვა სურათი დაგვანახოს. ჩვენი მომავალი ფინანსური მდგომარეობა და მომავალზე ორიენტირეგბული პირობები აუცილებლად შეიცვლება სხვადასხვა რისკების და გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო და შეცვლის საქმიანობიდან მიღწეული რეალურ შედეგებს. აღნიშნული რისკების ჩამონათვალი მოყვანილია ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც წარედგინა ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიას. ქვემოთ მოყვანიოლია ის ძირითადი რისკ-ფაქტორები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს რეალურ შედეგებზე და პროგონოზირებული მაჩვენებლების ფონზე რადიკალურად შეცვალოს ამ სფეროში რეალურად მიღებული შედეგები:

  • ურთიერთობა დისტრიბუტორებთან ან პრივილეგირებულ მონაწილეებთან და გავლენა მათ საქმიანობაზე;
  • თანამშრომლების, დისტრიბუტორების ან პრივილეგირებული მონაწილეების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების, კანონმდებლობის დარღვევის ფატები;
  • პროდუქციის ან ორგანიზაციის ქსელური მარკეტინგის სისტემის უარყოფითად გაშუქება მასობრივი მედიის საშუალებებში. ჩვენი მხრიდან ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და დაკმაყოფილება; ჩვენი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან მორგება და დაცვა;
  • მომხმარებლის გემოვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინება;
  • ჩვენი ბიზნესის კონკურენტული ბუნება;
  • საკანონმდებლო ბაზა რომელიც არეგულირებს კომპანიის საქმიანობას. ჰერბალაიფის მიმართ ზემოთ აღნიშნული ორი ხელშეკრულების პირობების შესრულებთ გამოწვეული შედეგები;
  • სამართლებრივი გამოწვევები ჩვენი ქსელის მარკეტინგული პროგრამის მიმართ.
  • საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობასთან დაკავშრებული რისკები, ეკონომიკური ფაქტორების გავლენა როგორიცაა - ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია, დარღვევები და კონფლიქტები იმპორტიორებთან (მესამე პირებთან), ფასთა წარმოების საკითხები, ვალუტის დევალვაციის რისკები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ვენესუელა;
  • ჩინეთში წარმოშობილი გაურკვევლობა, რომელიც უკავშრდება ამ ქვეყანაში პირდაპირი გაყიდვების საქმიანობის შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობას;
  • ჩინეთის კანონმდებლობით დაწესებული ლიცენზიების მიღებასთან დაკავშრებული პრობლემები;
  • ჩინეთის ეკონომიკაში გატარებული ჩვენი ბიზნესისთვის არასასურველი ცვლილებები;
  • დამოკიდებულება არსებულ ბაზრებზე განვითარების გაზრდილი ტემპის მიმართ;
  • სახელშეკრულებო შეზღუდვები, რომელიც აფერხებს ბიზნესის განვითარებას;
  • დამოკიდებულება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და გარე მომწოდებლების მიმართ;
  • მუშაობა სავაჭრო ნიშნების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოპოვებაზე;
  • პროდუქციის კონცენტრირება ბაზარზე;
  • კომპნიის პირდაპირი, ზემდგომი მენეჯმენტის ან სხვა ნებისმიერი წევრის არყოფნის, სიკვდილის, გამგზავრების, ჯგუფის დატოვების ან სხვა ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული უარყოფითი შედეგები;
  • საერთაშორისო საქმიანობის შესახებ ამერიკის და სხვა ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლა ჰერბალაიფის პროდუქტების და სერვისების მიმართებაში;
  • საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან დაწესებული სახელშეკრულებო შეზღუდვები;
  • ფასთა წარმოებით, საურავებით, საგადასახადო კანონმდელბობით წარმოშობილი გაურკვევლობები და არასასურველი ცვლილებები;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებების, ხელშეკრულების პირობების ცვლილებების ან მარეგულირებელი სტანდარტების ინტერპრეტირებით გამოწეული პრობლემები;
  • პრივილეგირებული მონაწილეების ან დისტრიბუტორების მიმართ გამოყენებული საგადასახადო რეგულაციები;
  • პრეტენზიები პროდუქციის მიმართ;
  • კაიმანის კუნძულების იურისდიქციაში კომპანიის დაფუძნების შესახებ რეგულაციები;
  • ჩვენი კომპანიის მიერ საკუთარი აქციების ღია ბაზრებზე ან სხვა წესით შეძენის შესაძლებლობა; და
  • აქციების ფასის არასტაბილუობა, რაც ხშირად გამოწვეულია ბირჟაზე სპეკლუაციური ქმედებებით ან ზოგიერთი ტრეიდერის მიერ ჩვენი საერთო აქციების ღირებულების ხელოვნურად დაწევა.

მიმდინარე პრეს-რელიზის გამოქვეყნების შემდეგ, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიღბის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების მიუხედავად, ჩვენ არ ვიღებთ ვალდებულებას შევცვალოთ ან განვაახლოთ ზემოთ მოყვანილი პირობები გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე - businesswire.com: http://www.businesswire.com/news/home/20160715005374/en/

კომპანია Herbalife გახლავთ პირდაპირი გაყიდვების ასოციაციის წევრი.


ka-GE | 18.11.2017 10:38:24 | NAMP2HLASPX03