შესვლა დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კომპანია Herbalife Europe Limited-ის ვებგვერდი - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

კომპანია Herbalife-ი, საერთაშორისო დონეზე საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, დრო და დრო ახდენს პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და შენახვას ევროკავშირის საზღვრებს გარეთ. ჩვენ გთხოვთ დაეთანხმოთ ამ პირობას. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თანხმობის გაცემა, ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძლებთ აღნიშნულ ვებგვერდზე შევსებული თქვენი განაცხადის გაპროცესებას. თქვენი თანხმობა გამყარებული იქნება იმ ფაქტით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას მხოლოდ თქვენივე განაცხადის დასამუშავებლად, ან შემდგომში თქვენთან დაკავშირების მიზნით (ყოველთვის, ქვემოთ მოყვანილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით).

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Herbalife-ი იცავს ყველა იმ ფიზიკური პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, რომელიც ეწვევა აღნიშნულ ვებ-გვერდს, ხოლო ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს შესახებ, გამოყენებული იქნება პირველ რიგში, თქვენს მიერ მოთხოვნილი რაიმე მომსახურების გაწევის მიზნით, ან თქვენთვის გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული ამოცანების სათანადოდ შესრულებისთვის ჩვენ ვიყენებთ თქვენგან მიღებულ ინფორმაციას. Herbalife-ის ვებსაიტებზე თქვენს მიერ პირადი ინფორმაციის დაფიქსირებით, თქვენ გვაძლევთ პირდაპირ თანხმობას მათ დამუშავებასა და გამოყენებაზე წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენ არ გავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას გარდა კომპანია Herbalife-ის სივრცისა, ასევე მასთან ასოცირებული, ან კომპანიასთან დაკავშირებული პირების, დილერების, სააგენტოების და ნებისმიერი ამ კომპანიების ლიცენზიატებისა, ასევე ნებისმიერი სხვა კომპანიებისა, რომელთანაც Herbalife-ი პირდაპირ, ან ირიბად შეთანხმებულია სერვისების გაწევაზე თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ინფორმაციის დამუშავება მოხდება მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად და შეიძლება თავიდანვე ინახებოდეს და ხდებოდეს მისი დამუშავება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან მის საზღვრებს გარეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ Herbalife-ის პროდუქტების და მომსახურების, და მათი თანამდევი პროდუქტების და მომსახურების მარკეტინგის მიზნებისთვის.

თქვენ, როგორც ფიზიკურ პირს უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირადი მონაცემები ინახება თქვენს შესახებ ჩვენთან და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ მათში ცვლილებები; თქვენ ასევე უფლება გაქვთ უარი თქვათ თქვენს შესახებ ინფორმაციის შემდგომ მოგროვებასა და გამოყენებაზე. ჩვენ გავწევთ ყველა შესაძლო ძალისხმევას თქვენი სურვილის შესასრულებლად, თუმცა გარკვეულ გარემოებებში მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება აგვეკრძალოს თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლა. იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი უფლებების გამოყენება, ქვემოთ იხ. პუნქტი 11 განყოფილებაში „ხშირად დასმული კითხვები“.

ხშირად დასმული კითხვები

  1. რაში გამოიხატება ჩემი ინტერესი კომპანია Herbalife-ის მიერ ჩემს შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში?
  2. რა სახის ინფორმაცია შეიძლება იქნას შეგროვებული კომპანია Herbalife-ის ვებსაიტებზე?
  3. როგორ აგროვებს და ინახავს Herbalife-ი ასეთ ინფორმაციას?
  4. რა ხნის განმავლობაში ინახავს Herbalife-ი ასეთ ინფორმაციას?
  5. სად ინახება თქვენი პირადი მონაცემები?
  6. რატომ აგროვებს Herbalife-ი ასეთ ინფორმაციას?
  7. ვისზე ვრცელდება აღნიშნული რეგულაციები?
  8. რაში მდგომარეობს Herbalife-ის ვალდებულება ბავშვების შესახებ კონფიდენციალურობის შენარჩუნებასთან მიმართებაში
  9. რას ნიშნავს „cookie“-ის ტიპის მონაცემთა ფაილები?
  10. რას ნიშნავს კლიენტის დოსიე?
  11. როგორ მოვიპოვო წვდომა ჩემს შესახებ ინფორმაციაზე, ან როგორ შევცვალო იგი?
  12. რა შესაძლებლობები გამიჩნდება, თუ გადავწყვეტ დარეგისტრირებას?
  13. რა მოხდება, თუ არ მოვისურვებ დარეგისტრირებას?

რაში გამოიხატება ჩემი ინტერესი კომპანია Herbalife-ის მიერ ჩემს შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში?

აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებით კომპანია Herbalife-ი:

  1. შეძლებს გახადოს საიტი თქვენთვის მარტივად გამოსაყენებელი, რადგან დაგჭირდებათ ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ შეყვანა.
  2. შეძლებს, რომ სწრაფად მოგაწოდოთ ინფორმაცია;
  3. შექმნის მისი დახმარებით კონტენტს, რომელიც მაქსიმალურ შესაბამისობაში იქნება თქვენს მოთხოვნებთან.
  4. დაგეხმარებათ, რომ სწრაფად მოძებნოთ Herbalife-ის მიერ შემოთავაზებული სერვისები, ან ინფორმაცია.
  5. გამოიყენებს მას საიტის სრულყოფის მიზნით.
  6. შეაფასებს ვებსაიტის და მისი გამოყენების ძირითად ტენდენციებს.
  7. შეძლებს გაცნობოთ ახალი პროდუქტების, სპეციალური შემოთავაზებების, განახლებული ინფორმაციის და სხცა ახალი სერვისების შესახებ, რაც Herbalife-ის შეხედულებით თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან მივიღებთ თანხმობას, ჩვენ შეგვიძლია სხვა კომპანიებს მივანიჭოთ უფლებამოსილება, რომ პირდაპირ დაგიკავშირდნენ.

რა სახის ინფორმაცია შეიძლება იქნას შეგროვებული კომპანია Herbalife-ის ვებსაიტებზე?

2 Herbalife-ს განზრახული აქვს, რომ მოგცეთ რაც შეიძლება მეტი კონტროლის საშუალება თქვენს პირად ინფორმაციაზე. როგორც წესი, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ Herbalife-ის საიტზე თქვენი პიროვნების, ან თქვენს შესახებ რაიმე ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება თქვენს შესახებ ინფორმაციის მიღება, მაგალითად თქვენი სახელი და გვარი და მისამართი. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ მანამ, სანამ თქვენს შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის შეგროვებას დავიწყებთ - ამის შესახებ გაცნობოთ წინასწარ.

ჩვენ შეგვიძლია ანონიმურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს რეგისტრაციამდე იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდით ვებსაიტს. ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პროცედურაა ნებისმიერი ვებსაიტისთვის ინტერნეტში. შეგროვებული ინფორმაცია საშუალებას არ იძლევა, რომ განისაზღვროს პირადად თქვენი კუთვნილება მონაცემებზე, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს მიერ მარკეტინგული მიზნებისთვის ან ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ ინტერნეტით თქვენი პირადი ინფორმაციის მიწოდებას Herbalife-ისთვის, რაც შეიძლება დაგვჭირდეს მაგალითად თქვენთან მიმოწერისთვის, ან თქვენთვის რეგისტრაციის შემოთაცაზების მიზნით, ჩვენ ვაპირებთ შეგატყობინოთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ აღნიშნულ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ შეგვატყობინებთ, რომ არ გსურთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოვიყენოთ მომავალში, როგორც თქვენთან დაკონტაქტების საშუალება, ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს სურვილს.

როგორ აგროვებს და ინახავს Herbalife-ი ასეთ ინფორმაციას?

საიტზე თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს სხვადასხვა გზით; თქვენთან პირდაპირი მოთხოვნის გაგზავნით (როგორც სარეგისტრაციო ფორმიაში), ან საიტზე თქვენი ვიზიტების შესახებ ინფორმაციის ავტომატურად დაფიქსირებით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია საიტზე თქვენი გადაადგილების შესახებ, ან ვაწარმოოთ აღრიცხვა, თუ რა დამატებითი მომსახურებები აირჩიეთ.

ინფორმაცია ინახება უსაფრთხო პირობებში, დაცული როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური საშუალებებით. ინფორმაცია დახურულია საჯარო წვდომისგან.

რა ხნის განმავლობაში ინახავს Herbalife-ი ასეთ ინფორმაციას?

Herbalife-ი ასეთი ტიპის ინფორმაციას შეინახავს საიმედო და დაცულ პირობებში იმ ხანგრძლივობით, რაც დაგვჭირდება, რომ შევაფასოთ, თუ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ და როგორ შევასრულოთ თქვენი სურვილები. გარდა ამისა, კანონმდებლობით შეიძლება გაგვიჩნდეს ვალდებულება ამ ტიპის ინფორმაციის შენახვაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენს შესახ ინფორმაცია შეცვალოთ, დააზუსტოთ, გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის კითხვაზე პასუხს აღნიშნულ განყოფილებაში.

სად ინახება თქვენი პირადი მონაცემები?

Herbalife-ი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ანხორციელებს საკუთარ საქმიანობას. იმისთვის, რომ ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ შეთანხმებული სერვისები ყველგან, სადაც კი არ უნდა იმყოფებოდნენ - ინტერნეტ საიტებს ვმართავთ ერთი ცენტრალური ოფისიდან. ამჟამად ცენტრი იმყოფება აშშ-ში. კომპანია Herbalife-მა განაცხადა, რომ იცავს „უსაფრთხო ნავსაყუდელის პრინციპებს“ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, თანახმად ევროკავშირს/ შვეიცარიასა და აშშ-ს შორის დადებული ხელშეკრულებისა და წინამდებარეთი ადასტურებს მის პასუხისმგებლობას ინფორმაციის სათანადო დონეზე დაცვის შესახებ, როგორს ეს უზრუნველყოფილია შვეიცარიაში/ ევროკავშირში. თქვენს მიერ მოთხოვნილი მომსახურებების, ან მონაცემების შენახვის და დამუშავების პროცედურებიდან გამომდინარე, თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება განთავსებულ იქნას სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ. ვინაიდან არ არსებობს ინფორმაციის დაცვის შესახებ მსოფლიოში მიღებული ერთიანი საკანონმდებლო ნაკრები, ევროპული სამართლის ნორმები მოითხოვს თქვენს თანხმობას მონაცემების ამგვარად განთავსებაზე. იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევროკავშირის და აშშ-ს საზღვრებს გარეთ, წინამდებარეთი, თქვენ პირდაპირ განაცხადებთ თქვენს თანხმობას მასზედ, რომ თქვენი მონაცემები შეიძლება გადაცემულ იქნას Herbalife-ის სერვერებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თქვენს მიერ ვებსაიტზებზე Herbalife-ის მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებით.

რატომ აგროვებს Herbalife-ი ასეთ ინფორმაციას?

ჩვენ გვჭირდება ამგვარი ინფორმაცია თქვენთვის გაწეული სერვისების სრულყოფისთვის; გვსურს, რომ ჩვენი პროდუქტები და მომსახურება თქვენი კონკრეტული მოთხოვნილებების შესაბამისად იოლად იქნას შერჩეული.

ვისზე ვრცელდება აღნიშნული რეგულაციები?

წინამდებარე რეგულაციები ვრცელდება ვებსაიტებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ისე ფიზიკური პირებისთვის.

ვალდებულება ბავშვების შესახებ კონფიდენციალურობის შენარჩუნებასთან მიმართებაში

ბავშვების შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამო ჩვენ არასდროს არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ ინფორმაციას ჩვენს ვებსაიტებზე იმ პირებზე, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია, რომ არიან 13 წელზე უმცროსები.

რეგულაციები „cookie“-ის ტიპის ფაილებთან დაკავშირებით

რას ნიშნავს „cookie“-ის ტიპის ფაილები?

Cookie - ესაა მცირე პორცია ტექსტური ინფორმაციისა, რომელსაც ვებ-გვერდი გადასცემს ბროუზერის Cookie ფაილში არსებულ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ისე, რომ ვებსაიტი შეძლებს თქვენს შესახებ ინფორმაციის შენახვას. Cookie ფაილები ხელს უწყობს კონტენტის ორგანიზებას ვებსაიტზე უფრო ოპერატიული რეაგირებისთვის თქვენი სურვილის შესაბამისად - მსხვილი ვებსაიტების უმრავლესობა Cookie ფაილებს იყენებს. თავისთავად Cookie-ს გამოყენება შეუძლებელია თქვენი პიროვნების დადგენის მიზნით.

Cookie-ის ფაილები როგორც წესი შეიცავს დომენის სახელს, საიდანაც Cookie გამოჩნდა, Cookie-ის „სიცოცხლის ხანგრძლივობას“ და ნიშანს, რომელიც როგორც წესი შემთხვევით გენერირდება.

ჩვენს ვებსაიტზე გამოიყენება ორი ტიპის Cookie ფაილები:

სეანსური Cookie, რომელიც დროებითი ფაილებია, რჩება თქვენი ბროუზერის Cookie ფაილებში მანამ, სანამ საიტს არ დატოვებთ.

მუდმივი Cookie ფაილები რჩება თქვენი ბროუზერის Cookie ფაილებში გაცილებით უფრო დიდი ხნით (თუმცა ამ პერიოდის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია კონკრეტული ფაილის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე).

როგორ ხდება cookie ფაილების გამოყენება ამ საიტზე და რა ინფორმაცია გროვდება მათზე?

სეანსური cookie ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ:

მუდმივი cookie ფაილები გამოიყენება იმისთვის, რომ:

გარეშე cookie ფაილები

მესამე მხარეები გადასცემენ cookie ფაილებს ამ საიტის მეშვეობით. ეს კეთდება იმისთვის, რომ:

“ვებ შუქურები“

ზოგიერთი ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ელექტრონულ გამოსახულებებს, რომელთაც ეწოდება „ვებ-შუქურები“ (web beacons, ან ზოგჯერ clear gifs-ის სახელწოდებით), რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ დავითვალოთ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც ამ გვერდებს ეწვივნენ. ვებ-შუქურები აგროვებენ მხოლოდ შეზღუდული ოდენობის ინფორმაციას, მათ შორისაა cookie-ს ნომერი, გვერდის ნახვის დრო და თარიღი, გვერდის აღწერილობა, რომელზეც განთავსებულია ვებ-შუქურა. ჩვენ ასევე შეიძლება გვქონდეს განთავსებული გარეშე, რეკლამის დამკვეთთა ვებ-შუქურები. აღნიშნული ვებ-შუქურები არ ატარებენ რაიმე სახის პერსონალური იდენტიფიკაციის მონაცემებს, და გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ თვალყურის დევნა მოხდეს კონკრეტული სარეკლამო კომპანიისთვის.

Cookies ფაილების გამორთვა და ჩართვა

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ, ან უარყოთ Cookies ფაილები თქვენი ბროუზერის პარამეტრების შესაბამისად დაყენებით. თუმცა, თუ Cookies ფაილები არ არის აქტივირებული, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი საიტის ყველა ინტერაქტიული მახასიათებლების გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გაფრთხილება მიიღოთ მანამ, სანამ დაიწყება Cookies ფაილების მიღება თქვენს მყარ დისკზე, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

Netscape Navigator 3.0-ის მომხმარებელთათვის:

Explorer 3.0-ის გამოყენების შემთხვევაში:

ამ შემთხვევაში თქვენ აირჩევთ cookie ფაილების „მიღებას“, ან „უარყოფას“ სურვილისამებრ.

Netscape 4.0+-ის მომხმარებლებისთვის:

როგორც კი წაშლით აღნიშნულ ფაილებს, უკვე აღარ დაგრჩებათ სისტემაში cookie ფაილები, თქვენ კი ყოველ ჯერზე, როდესაც ვებსაიტი შეეცდება cookie ფაილების გამოგზავნას თქვენს სისტემაში - მიიღებთ მოთხოვნას რომ ნებართვა გასცეთ მიღებაზე. ამ შემთხვევაში თქვენ აირჩევთ cookie ფაილების „მიღებას“, ან „უარყოფას“ სურვილისამებრ.

Internet Explorer 4.0-ის მომხმარებელთათვის:

როგორც კი წაშლით აღნიშნულ ფაილებს, უკვე აღარ დაგრჩებათ სისტემაში cookie ფაილები, თქვენ კი ყოველ ჯერზე, როდესაც ვებ-საიტი შეეცდება cookie ფაილების გამოგზავნას თქვენს სისტემაში - მიიღებთ მოთხოვნას რომ ნებართვა გასცეთ მიღებაზე. ამ შემთხვევაში თქვენ აირჩევთ cookie ფაილების „მიღებას“, ან „უარყოფას“ სურვილისამებრ.

Internet Explorer 5.0+-ის მომხმარებელთათვის:

როგორც კი წაშლით აღნიშნულ ფაილებს, უკვე აღარ დაგრჩებათ სისტემაში cookie ფაილები და თქვენი ბროუზერი უკვე აღარ გააგზავნის, ან მიიღებს ახალ cookie ფაილებს.

Netscape 6.0+-ის მომხმარებლებისთვის:

თქვენი არჩევანის შესაბამისად, თქვენ მიიღებთ მოთხოვნას ყოველ ჯერზე, როდესაც ვებსაიტი შეეცდება გამოაგზავნოს ახალი cookie ფაილები, ან არც ერთი cookie ფაილი არ იქნება დაყენებული, ან მიღებული.

Internet Explorer 6.0+-ის გამოყენების გამოყენების შემთხვევაში:

როგორც კი წაშლით აღნიშნულ ფაილებს, უკვე აღარ დაგრჩებათ სისტემაში cookie ფაილები და თქვენი ბროუზერი უკვე აღარ გააგზავნის, ან მიიღებს ახალ cookie ფაილებს.

Netscape 7.0+-ის მომხმარებლებისთვის:

თქვენი არჩევანის შესაბამისად, თქვენ მიიღებთ მოთხოვნას ყოველ ჯერზე, როდესაც ვებსაიტი შეეცდება გამოაგზავნოს ახალი cookie ფაილები, ან არც ერთი cookie ფაილი არ იქნება დაყენებული, ან მიღებული.

cookie ფაილების წაშლა

თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ ნებისმიერი cookie ფაილის წაშლას, რომელიც იქნა დაყენებული თქვენი ბროუზერის cookie ფაილების ფოლდერში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ Microsoft Windows Explorer-ს:

გახსენით Windows Explorer-ი 
მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს „ძებნა“ 
აკრეფეთ cookie „ფოლდერები და ფაილების“ საძიებო ველში 
აირჩიეთ „ჩემი კომპიუტერი“ ფანჯარაში „მოძებნა შემდეგში“ 
დააჭირეთ „ძებნის დაწყება“ 
მოძებნილ ფოლდერებზე ორჯერ დაწკაპეთ 
შემდეგ ნებისმიერი cookie ფაილის „არჩევა“ 
კლავიატურაზე დააჭირეთ “delate”-ს.

იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ Microsoft Windows Explorer-ს, უნდა აკრიფოთ „cookies“ განყოფილებაში „დახმარება“, რათა მიიღოთ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება თქვენი cookie ფაილების ფოლდერის მოძებნა.

Как я могу изменить информацию о себе?

Некоторые веб-сайты Herbalife позволяют проверять и вносить правки в предоставленную Вами Персональные данные на регистрационных страницах. На других сайтах Вам просто предоставляется право отмены своего членства. В других случаях, если Вам потребуется получить доступ или изменить Персональные данные, которые Вы ранее предоставили на сайт Herbalife, пожалуйста, свяжитесь с Вашим местным Отделом информационной поддержки Независимых Партнеров, или зайдите на сайт www.ru.myherbalife.com и внесите изменения в Вашу информацию он-лайн, или свяжитесь с нами по адресу, указанному ниже. Пожалуйста, обратите внимание, что иногда требуется некоторое время, чтобы такие изменения отразились во всей системе Herbalife, поэтому изменения не сразу можно будет увидеть.

Что мы знаем о безопасности Интернета и Сайта?

Интернет не является безопасной системой, и Вы всегда должны быть осторожны, раскрывая информацию на сайтах. Персональные данные, собранные на Сайтах Herbalife хранятся в безопасных условиях, недоступных широкой публике. В некоторых случаях, Персональные данные зашифровывается перед осуществлением Вами сделки, используя надлежащие технологии безопасности.

Что произойдет, если я решу не регистрироваться?

Если Вы решите не регистрироваться или не предоставлять персональные данные, в большинстве случаев Вы сможете пользоваться большинством Веб-сайтов Herbalife. Однако Вы не сможете получить доступ в те части сайта, где требуется регистрация. Даже если Вы не зарегистрируетесь, время от времени мы будем собирать анонимную информацию о том, как Вы использовали Веб-сайт. Это информация не будет устанавливать Вашу личность, но может быть полезна для маркетинговых целей или целей совершенствования предоставляемых нами услуг.

Последняя редакции от 11 мая 2012 г.