ხშირ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც იწყებს წონის დაკლებას არავინ ჰყავს, რომ მიმართოს, გაიაროს კონსულტაცია და მიიღოს მხარდაჭერა. კლუბში კვების საკითხებში კონსულტანტი გხვდებათ ყოველდღიურად, ახდენს თქვენი კვების პროგრამის ოპტიმიზაციას და პერსონალიზირებას, ატარებს ყველა საჭირო აზომვას, მუდმივად გიწევთ მხარდაჭერას და ახდენს თქვენს მოტივაციას.

კონსულტანტი გაგაცნობთ დაბალანსებული კვების პრინციპებს და პირველ რიგში, დაბალანსებული საუზმის შესახებ გიამბობთ. დაბალანსებული საუზმე უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებებით საუკეთესო შედეგების მისაღწევად. საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი საკვების მიღების პერიოდია დღის განმავლობაში, და მასზეა დამოკიდებული წონის კონტროლი და ჩვენი გუნება-განწყობილება მთელი დღის განმავლობაში. კონსულტანტი ყოველდღიურად ახდენს თქვენი ორგანიზმის პარამეტრების გაზომვას და თვალყურს ადევნებს მათი ცვლილებების დინამიკას, რათა წონის კლების პროცესმა თქვენთვის კომფორტულად და უსაფრთხოდ ჩაიაროს.
საკუთარ აღნაგობაზე ზრუნვა გაცილებით უფრო სასიამოვნოა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში!
- თემატური შეხვედრები დაბალანსებული კვების პრინციპების შესაბამისად, კლუბის ან მხარდამჭერთა ჯგუფის ფარგლებში. შეხვედრების რეგულარული ხასიათი უზრუნველყოფს ახალი კვებითი ჩვევების ფორმირებას გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად. **
- ჯგუფური მუშაობა. თითოეული მონაწილეს მიერ მიღწეული შედეგები ყველა დანარჩენისთვის სტიმულის მომცემია.
- დაბალანსებული კვების პროდუქტები უზრუნველყოფს ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. კვების სპეციალიზირებული პროდუქტები მეცნიერულ ნაშრომებზე დაყრდნობით - ყოველდღიური მენიუს გონივრული დამატებაა.
- კვების საკითხებში კონსულტანტი ყოველთვის ხელმისაწვდომია და მისი მთავარი მიზანია - თქვენი შედეგი. იგი შეიმუშავებს კვების პერსონალიზირებულ პროგრამას, თქვენი ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით, მოახდენს თქვენს მოტივირებას და გაგიწევთ მხარდაჭერას.
- კლიენტთან ბინაზე ვიზიტი ხელს უწყობს პროდუქტების სიის შედგენას მაღაზიაში საყიდლებზე წასვლამდე და მთელი ოჯახის გადაყვანას დაბალანსებულ კვებაზე.
** ნებისმიერი მტკიცებულება წონის კონტროლთან მიმართებაში უკავშირდება Herbalife Nutrition-ის წონის კონტროლის პროგრამას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს დაბალანსებულ დიეტას, სისტემატიურ ფიზიკურ ვარჯიშს, აუცილებელი რაოდენობით სითხის ყოველდღიურ მიღებას, საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას და საკმარის დასვენებას. ყველა შედეგი ინდივიდუალურია და შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.