პარტნიორობა მსოფლიოს მასშტაბით

კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, პორტუგალია.  

HERBALIFE NUTRITION-ის საყვარელი პროდუქტები:
  • პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1  
  • პროტეინების ბატონები
კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას დამყარებული აქვს უამრავი რეკორდი, იგი როგორც ევროპის საუკეთესო ბომბარდირი, არის „ოქროს ბუთსის“ ჯილდოს ორგზის მფლობელი,  ასევე არის „FIFA-ს ოქროს ბურთის“ ჯილდოს ორგზის მფლობელი 2008 და 2013 წლებში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFPro-ს ვერსიით,  მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით და ასევე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (Onze d’Or).

ღეისათვის რონალდუ აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას რეალ მადრიდის შემადგენლობაში, რითიც შესანიშნავ შედეგს აჩვენებს როგორც ესპანეთის პრემიერ ლიგაში („ლა ლიგა“), ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 

რონალდუმ საკუთარი საფეხბურთო კარიერა დაიწყო 8 წლის ასაკში, ანდორინიის მოყვარულთა გუნდში, სადაც ძალიან მალე შეამჩნიეს და მიიწვიეს ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „ნასიონალში“ სათამაშოდ. ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ რონალდუ მიწვეულ იქნა კლუბ „სპორტინგში“, რომელთანაც ხელშეკრულება დადო ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მყოფმა. 2003 წელს „სპორტინგში“ მიღწეული თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ რონალდუ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც თამაშობდა 2009 წლამდე, - იმ მომენტამდე, სანამ „რეალ მადრიდმა“ არ შეისყიდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტით. ესპანეთის პრემიერ-ლიგის მატჩების გარდა, რონალდუ ასევე თამაშობს საკუთარი ქვეყნის სახელითაც. იგი წარმოადგენს პორტუგალიას ევროპის თასის და მსოფლიო თასის ასპარეზობებში.  

სათამაშო მოედნის გარეთ რონალდუ აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და არის საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის დესპანი და ასევე ინდონეზიაში The Mangrove Care Forum-ის დამცველი