შესვლა დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის

ეთიკური ბიზნესი (ოქროს სტანდარტი)

მინიმალური მოთხოვნების საქმიანობის დასაწყებად

არ არსებობს პროდუქციაზე სავალდებულო მინიმალური შენაძენის გაკეთების აუცილებლობა, ხოლო პირველადი დანახარჯები არ არის დიდი. არ არის სავალდებულო პროდუქტების, ან ბიზნესის ინსტრუმენტების შეძენა იმისთვის, რომ დაიწყოთ და წარმატებას მიაღწიოთ Herbalife-თან თქვენს პარტნიორობაში.

თანხის უკან დაბრუნების გარანტია

დამოუკიდებელი პარტნიორის ნაკრების შესაძენად დახარჯული თანხის სრულად უკან დაბრუნების შესაძლებლობა 90 დღის განმავლობაში, თუ რაიმე მიზეზით უარი ითქვა პარტნიორობაზე.

ორიგინალ შეფუთვაში არსებული გამოუყენებელი პროდუქტების, ან სარეკლამო მასალების შესაძენად ბოლო 12 თვის განმავლობაში დახარჯული თანხების უკან დაბრუნების 100%-იანი გარანტია, თუ რაიმე მიზეზით უარი ითქვა პარტნიორობაზე.

წერილობითი დასტური

ჩვენ ყველა დამოუკიდებელ პარტნიორს ვთხოვთ, რომ წერილობით დაგვიდასტუროს, რომ იგი გაეცნო „ოქროს სტანდარტის“ თითოეულ გარანტიას მანამ, სანამ განიხილება მისი დამოუკიდებელი პარტნიორის სტატუსის მისაღებად საჭირო განაცხადი და ხელშეკრულება.

მკაფიო ინსტრუქციები პროდუქციის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ

თითოეული პროდუქტის უპირატესობა და მისი მომზადების ინსტრუქცია მოცემულია პროდუქტის ეტიკეტზე, ან საინფორმაციო მასალებში, ისე რომ სწორად მოხდეს საჭირო პროდუქტის გამოყენება საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

პროდუქტების დადასტურებული თვისებების და მათ შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დამოუკიდებელი პარტნიორის ნაკრებში არსებულ კატალოგში, ასევე საიტზე ge.MyHerbalife.com.

ჩვენ ვაკეთებთ რეალისტურ პროგნოზებს ბიზნეს შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ასევე იმის შესახებ, თუ რა ძალისხმევის გაწევა იქნება საჭირო ამა თუ იმ დონეზე წარმატებული საქმიანობისთვის.

Herbalife-ი და ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები იცავენ ეთიკური ქცევის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის გახდება ცნობილი Herbalife-ის პროდუქციასთან და მათ თვისებებთან მიმართებაში დაუსაბუთებელი განცხადებების არსებობის შესახებ, ასევე პოტენციური შემოსავლების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გაჟღერების შესახებ, რომელიც არ შეესაბამება ანგარიშში „ანაზღაურებების საშუალო დონე“ არსებულ მონაცემებს, ან ამა თუ იმ დამოუკიდებელი პარტნიორის მხრიდან საეჭვო ქცევების შესახებ - გთხოვთ დაუკავშირდეთ საინფორმაციო მხარდაჭერის განყოფილებას ნომერზე 8-800-70-70-70.

მხოლოდ თქვენთან ერთად ურთიერთ თანამშრომლობით შევძლებთ მოგცეთ გარანტია იმისა, რომ Herbalife-ი აკმაყოფოლებს კომპანიის კლიენტთა ინტერესების დაცვის „ოქროს სტანდარტს“.

* მოყვანილი შემოსავლების ოდენობა და ბიზნესის განვითარების მაგალითები ინდივიდუალურია და არ არის ტიპიური.