Herbalife-ი დღეს

Herbalife

— საერთაშორისო კორპორაციაა, რომელიც საქმიანობს ჯანისაღი წესით ცხოვრების ინდუსტრიაში. 1980 წლიდან კომპანია შეიმუშავებს და პირდაპირი გაყიდვის მეთოდით ახდენს დაბალნასებული კვების, წონის კონტროლისთვის განკუთვნილი პროდუნქტების და პირადი მოვლის საშუალებების რეალიზაციას. სასაქონლო ხაზში წარმოდგენილია 130-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, მათ შორის პროტეინების კოქტეილები და ბატონები, ბ.ა.დ.-ები, ენერგეტიკული და ფიტნეს სასმელები, კანის და თმის მოვლის საშუალებები.

Herbalife-ის პროდუქცია ვრცელდება მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში დამოუკიდებელი პარტნიორების ფართო ქსელის მეშვეობით, რომლებიც მომხმარებელს უწევენ კონსულტაციას და დახმარებას პროდუქციის შეძენის პროცესში.

უკრაინასა და ლატვიაში კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2002 წელს, ხოლო ლიტვასა და ესტონეთში გამოჩნდა უკვე 2003 წელს. დაწყებული 2011 წლიდან, კომპანია ოფიციალურად არის წარმოდგენილი მონღოლეთში, ბელარუსსა და საქართველოში. 2012 წელს გამოჩნდა პირველი გაყიდვების ცენტრი ყაზახეთსა და სომხეთში. ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში კომპანიამ დაიწყო ბიზნეს საქმიანობა 2013 წელს.

ჩვენი მისია

— ხელი შევუწყოთ ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ვთავაზობთ რა დამოუკიდებელ პარტნიორებს - აწარმოონ მომგებიანი ბიზნეს საქმიანობა კომპანიასთან პარტნიორობით, ხოლო კლიენტებს - ჯანსაღი წესით ცხოვრებისთვის საჭირო ხარისხანი პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობას.

Herbalife-ის აქციები კოტირდება NASDAQ-ის და NYSE-ის საფონდო ბირჟებზე.

პროდუქციის ხარისხი

Herbalife-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ხარსისხს. კომპანიის პროდუქცია სერტიფიცირებულია ყველა იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბიზნეს საქმიანობას ეწევა. რუსეთში - ესაა რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სერტიფიცირების ფედერალური ცენტრი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული კვების ინსტიტუტი, „როსტესტი“ და სხვ.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, თანამედროვე აღჭურვილობა და წარმოების ყველა ეტაპის კონტროლი უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის შესაბამისობას ხარისხის ყველაზე მკაცრ სტანდარტებთან. კომპანიაში მიღებულია კონცეფცია „დათესილი მარცვლიდან თქვენს მაგიდაზე მოხვედრილ პროდუქტამდე“, რომლის ფარგლებში პროდუქცია გადის შემოწმების 14 სტადიას. აღნიშნულის რეალიზებაში ჩართულია 10 სპეციალური ლაბორატორია და სამეცნიერო ხარისხის მქონე 300 შტატის თანამშრომელი.

სამეცნიერო ლიდერობა

Herbalife-ის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი ავტორიტეტული მეცნიერი მუშაობს ახალი პროდუქტების შემუშავებაზე, ეფექტური ინგრედიენტების მოძიებაზე, ტესტირებაზე, ასევე იღებს მონაწილეობას Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორების სწავლების პროცესში.

Herbalife-ის მხარდაჭერით 2003 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტმა (აშშ) გახსნა მარკ ჰიუზის სახელობის უჯრედული და მოლეკულური კვების ლაბორატორია. 2010 წელს კომპანიამ შექმნა საკუთარი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერაქტიული რესურსი - „Herbalife-ის კვების ინსტიტუტი“

პროფესიონალურ და დარგობრივ ასოციაციებში მონაწილეობა

Herbalife-ი აქტიური მონაწილეა 70-ზე მეტი სამეცნიერო, სამრეწველო და საზოგადოებრივი ორგანიზაციისა. კომპანია Herbalife-ი —დიეტური/ საკვები პროდუქციის საერთაშორისო ალიანსის (ERNA) და ჯანსაღი კვების საბჭოს (CRN) ერთ-ერთი დამფუძნებელია. რუსეთში Herbalife-ი ასევე ჩართულია ბ.ა.დ.-ების მწარმოებელთა არაკომერციულ პარტნიორობაში, დიეტოლოგების და ნუტრიციოლოგების ეროვნულ ასოციაციაში და ასევე რუსეთის პირდაპირი გაყიდვების ასოციაციაში.

სპორტული პარტნიორობა

2016 წელს Herbalife-ის ბრენდის დესპანები გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ალექსეი იაგუდინი და ტატიანა ტოტმიანინა, ვიქ უაილდი და ალიონა ზავარზინა.

Herbalife-ი სპონსორულ მხარდაჭერას უწევს 150-ზე მეტ საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას, რომელთა შორისაა Football Challenge-ი, ფიზკულტურის და სპორტის საერთაშორისო ფესტივალი და სხვ.

ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ 100-ზე მეტ პროფესიონალ სპორტსმენს. ერთ-ერთი მათგანია კრიშტიანუ რონალდუ, ესპანური კლუბის „რეალ მადრიდის“ თავდამსხმელი და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე. Herbalife-ი კვების საკითხებში სპონსორობას უწევს ასევე 25-ზე მეტ საფეხბურთო კლუბს, მათ შორისაა „შალკე 04“ (გერმანია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „აიაქსი“ (ჰოლანდია), “პ.ს.ვ.” (ჰოლანდია), ქალთა გუნდი „მადრიდის ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ლოს-ანჯელეს გელექსი“ (აშშ), „შახტიორი“ (უკრაინა), „ბ.ა.ტ.ე.“ (ბელარუსი) და სხვ.

2010 წელს რუსეთის ტერიტორიასა და დსთ-ს ქვეყნებში დავიწყეთ პროგრამა „Herbalife-ის გუნდი“. აღნიშნუილი ინიციატივის ფარგლებში ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით საკუთარ მაგალითზე ეწევიან ჯანსაღი წესით ცხოვრების იდეის პოპულარიზაციას.

Herbalife-ი 70-ზე მეტი სამეცნიერო, სამრეწველო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრია.

Herbalife-ი გახდა მონაწილე პირდაპირი გაყიდვების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის და რუსეთის პირდაპირი გაყიდვების ასოციაციის უფროსი წევრი, რომლებიც იცავენ მომხმარებლების უფლებებს და პირდაპირი გაყიდვების ბიზნესის მაღალ ეთიკურ სტანდარტებს.

Herbalife-ი — დიეტური/ საკვები პროდუქციის საერთაშორისო ალიანსის (ERNA) და ჯანსაღი კვების საბჭოს (CRN) ერთ-ერთი დამფუძნებელია.

რუსეთში Herbalife-ი ასევე ჩართულია ბ.ა.დ.-ების მწარმოებელთა არაკომერციულ პარტნიორობაში, რომლის მიზანია ბ.ა.დ.-ების წარმოების და გავრცელების განვითარება და სრულყოფა, ასევე მომხმარებელთა და ბ.ა.დ.-ების ბრუნვაში მონაწილე მწარმოებელთა უფლებების დაცვა.

2010 წლიდან Herbalife-ი ასევე დიეტოლოგების და ნუტრიციოლოგების ეროვნული ასოციაციის (НАДН) წევრია. საკუთარი კვლევების საფუძველზე ასოციაცია ატარებს საგანმანათლებლო საქმიანობას და ავრცელებს დიეტოლოგიის და ნუტრიციოლოგიის სფეროში უახლესი მიღწევების შესახებ ინფორმაციას.

Награды (Выберите год или потяните таймлайн чтобы увидеть больше)

Выбор года Казахстан
Выбор года Киргизия
Спортивная Россия
Выбор года

მინიმალური მოთხოვნების საქმიანობის დასაწყებად

არ არსებობს პროდუქციაზე სავალდებულო მინიმალური შენაძენის გაკეთების აუცილებლობა, ხოლო პირველადი დანახარჯები არ არის დიდი. არ არის სავალდებულო პროდუქტების, ან ბიზნესის ინსტრუმენტების შეძენა იმისთვის, რომ დაიწყოთ და წარმატებას მიაღწიოთ Herbalife-თან თქვენს პარტნიორობაში.

თანხის უკან დაბრუნების გარანტია

დამოუკიდებელი პარტნიორის ნაკრების შესაძენად დახარჯული თანხის სრულად უკან დაბრუნების შესაძლებლობა 90 დღის განმავლობაში, თუ რაიმე მიზეზით უარი ითქვა პარტნიორობაზე.

ორიგინალ შეფუთვაში არსებული გამოუყენებელი პროდუქტების, ან სარეკლამო მასალების შესაძენად ბოლო 12 თვის განმავლობაში დახარჯული თანხების უკან დაბრუნების 100%-იანი გარანტია, თუ რაიმე მიზეზით უარი ითქვა პარტნიორობაზე.

წერილობითი დასტური

ჩვენ ყველა დამოუკიდებელ პარტნიორს ვთხოვთ, რომ წერილობით დაგვიდასტუროს, რომ იგი გაეცნო „ოქროს სტანდარტის“ თითოეულ გარანტიას მანამ, სანამ განიხილება მისი დამოუკიდებელი პარტნიორის სტატუსის მისაღებად საჭირო განაცხადი და ხელშეკრულება.

მკაფიო ინსტრუქციები პროდუქციის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ

თითოეული პროდუქტის უპირატესობა და მისი მომზადების ინსტრუქცია მოცემულია პროდუქტის ეტიკეტზე, ან საინფორმაციო მასალებში, ისე რომ სწორად მოხდეს საჭირო პროდუქტის გამოყენება საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

პროდუქტების დადასტურებული თვისებების და მათ შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დამოუკიდებელი პარტნიორის ნაკრებში არსებულ კატალოგში, ასევე საიტზე ge.MyHerbalife.com.

ჩვენ ვაკეთებთ რეალისტურ პროგნოზებს ბიზნეს შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ასევე იმის შესახებ, თუ რა ძალისხმევის გაწევა იქნება საჭირო ამა თუ იმ დონეზე წარმატებული საქმიანობისთვის.

Herbalife-ი და ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები იცავენ ეთიკური ქცევის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის გახდება ცნობილი Herbalife-ის პროდუქციასთან და მათ თვისებებთან მიმართებაში დაუსაბუთებელი განცხადებების არსებობის შესახებ, ასევე პოტენციური შემოსავლების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გაჟღერების შესახებ, რომელიც არ შეესაბამება ანგარიშში „ანაზღაურებების საშუალო დონე“ არსებულ მონაცემებს, ან ამა თუ იმ დამოუკიდებელი პარტნიორის მხრიდან საეჭვო ქცევების შესახებ - გთხოვთ დაუკავშირდეთ საინფორმაციო მხარდაჭერის განყოფილებას ნომერზე 8-800-70-70-70.

მხოლოდ თქვენთან ერთად ურთიერთ თანამშრომლობით შევძლებთ მოგცეთ გარანტია იმისა, რომ Herbalife-ი აკმაყოფოლებს კომპანიის კლიენტთა ინტერესების დაცვის „ოქროს სტანდარტს“.

* მოყვანილი შემოსავლების ოდენობა და ბიზნესის განვითარების მაგალითები ინდივიდუალურია და არ არის ტიპიური.