შესვლა დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის
  • კომპანიის შესახებ
  • პროდუქტები
  • მეცნიერება და ექსპერტები
  • კონსულტანტი კვების საკითხებში
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მასმედია ჩვენს შესახებ
  • კლინიკური კვლევები

    კომპანია Herbalife Nutrition-ი რეგულარულად ატარებს კლინიკურ კვლევებს საკუთარ პროდუქციაზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების და ინსტიტუტების დახმარებით. ყველა კვლევა ხორციელდება ჰელსინკის დეკლარაციით გათვალისწინებული ეთიკის პრინციპების, GСP-ის წესების (Good Clinical Practice, სათანადო კლინიკური პრაქტიკა) და მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

    რას ნიშნავს "კლინიკური კვლევა"?

    ეს არის სამეცნიერო ექსპერიმენტის სახეობა, რომელშიც კვლევის ობიექტი ადამიანია. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს გარკვეული პროდუქტის შესწავლას, შეფასებას და მისი თვისებების გაანალიზებას. კლინიკური კვლევა ყოველთვის მეცნიერულად დასაბუთებულია და პროტოკოლით გაწერილი. ამ დროს მეცნიერების და საზოგადოების ინტერესებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება კვლევაში მონაწილეს უფლებებს, უსაფრთხოებას და მის ჯანმრთელობას. მონაწილე კვლევაში ერთვება მხოლოდ და მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი ინფორმირებული თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

    როგორც წესი, კლინიკურ კვევაში ერთვება ადამიანთა 2 ჯგუფი. ეს საჭიროა შესადარისი მონაცემების მისაღებად. სატესტო ჯგუფი იყენებს მკვლევარებისთვის საინტერსესო პროდუქტს, მაშინ როცა მეორე ჯგუფი იყენებს ან მსგავს, ან თავისი თვისებებით განსხვავებულ საშუალებას. კვლევის პროცესში ორივე ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ კვლევის დაწყებამდე, მის პროცესში და კვლევის დასასრულს.