კოქტეილი ფორმულა 1-ის კლინიკური კვლევები სამხრეთ კორეაში

კორეის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს უკანასკნელი მონაცემებით ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი - 10მლნ.-მდე ადამიანი - ჭარბწონიანია, და მათი რიცხვი დიდი სისწრაფით იზრდება - წელიწადში 400 ათასი კაცით.

კვლევის მიზანი - ცილით გამდიდრებული საკვების შემცვლელების, როგორც გახდომის და სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნების საშუალების ეფექტურობის დამტკიცება. ხელმძღვანელი - პროფესორი ბელონგ ჩო, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ოჯახური მედიცინის განყოფილების თანამშრომელი, Herbalife-ის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

კვლევაში ჩაერთო ჭარბი წონის მქონე 75 ადამიანი, ხოლო კვლევა მიმდინარეობდა 12 კვირის მანძილზე. ყველა მონაწილე, ყოველდღიურად 2 ძირითადი საკვების მიღებას ანაცვლებდა პროტეინების კოქტეილ ფორმულა 1-ით. ამასთან, ერთი ჯგუფი იცავდა დიეტას ცილის სტანდარტული შემცველობის (დაახლოებით 15% მთლიანად მიღებული კალორიებიდან) მქონე საკვებით, მაშინ როცა მეორე ჯგუფი იღებდა პროტეინების კოქტეილ ფორმულა 1-ს პროტეინების ნაზავ ფორმულა 3-თან ერთად და ამგვარად იღებდა ცილის ორმაგ დოზას.

12 კვირიანი ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ორივე ჯგუფის მონაწილეებმა დაიკლეს წონაში, თუმცა მათ, ვინც ცილის გაძლიერებული დოზით შემცველ დიეტაზე იყო, დაიკლეს დიდი რაოდენობით ცხიმის წვის და არა კუნთოვანი მასის ხარჯზე.

კვლევამ დაადასტურა, რომ ცილით გამდიდრებული საკვების შემცვლელების გამოყენება განაპირობებს ბევრად უფრო კარგ შედეგებს როგორც გახდომის, ისე სხეულის ოპტიმალური მასის შესანარჩუნებლად. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა „International Journal of Clinical Practice“-ის (კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო ჟურნალი) თებერვლის ნომერში.

პროფ. ბელონგ ჩო: „აღნიშნული ნაშრომი ცხადად ადასტურებს, რომ ცილებით გამდიდრებული საკვების შემცვლელები, გახდომის და ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების საიმედო საშუალებაა. კორეის მოსახლეობაში ჭარბცხიმიანობის ყოველწლიურად მზარდი პრობლემის გათვალისწინებით, წონის ეფექტურად კლების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ჩვენ მოვახდინეთ წონის კლებაზე საკვების ცილოვანი შემცვლელების ზემოქმედების დემონსტრირება, ეს კი განაპირობებს ჭარბცხიმიანობის პრობლემის გადაჭრას მთელს მსოფლიოში.“