პროდუქტი Niteworks-ის კლინიკური კვლევები

2010წ. აპრილში ლოს-ანჯელესში დასრულდა კვლევა Niteworks-ის ეფექტურობის დასადასტურებლად. უფროსი ასაკის ველოსიპედისტებს არგინინი დაეხმარა სპორტული შედეგების გაუმჯობესებაში.

50 წლის და ზევით ასაკის მქონე მოყვარულმა ველოსიპედისტებმა გააუმჯობესეს საკუთარი სპორტული მაჩვენებლები, არგინინის შემცველი პროდუქტის სამჯერადი გამოყენებით - ასეთი შედეგები მიიღეს სპეციალისტებმა კვლევის ჩატარების პროცესში, რომელიც გამოქვეყნდა „სპორტული კვების საერთაშორისო საზოგადოების“ (International Society of Sports Nutrition) ჟურნალში.

„ასაკთან ერთად ადამიანის უნარი, რომ ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს - სუსტდება, რაც იწვევს ყოველდღიური აქტივობის შემცირებას, საბოლოოდ კი ნეგატიურად ზემოქმედებს ცხოვრების ხარისხზე“ - აღნიშნა ლუიჯი გრატონმა, კომპანია Herbalife-ის ვიცე-პრეზიდენტმა სამედიცინო და განათლების საკითხებში.

50-დან 73 წლამდე ასაკის, მამრობითი სქესის 16 ველოსიპედისტი შერჩევითად გადანაწილდა ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იღებდა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს (კომპანია Herbalife-ის პროდუქტს „Niteworks“-ს), რომელიც შეცავს 5,2 გრამ L-არგინინს. მეორე ჯგუფი იღებდა „პლაცებოს“ (დანამატი, რომელიც გარეგნული იერით პირველი ჯგუფის პროდუქტს ჰგავს). ორივე ჯგუფის მოყვარულმა ველოსიპედისტებმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს ვარჯიში 3 კვირის განმავლობაში, სადამდეც კვლევა მიმდინარეობდა.

აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს, რომლებიც L-არგინინის შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს იღებდნენ, დაუფიქსირდათ „ანაერობული ზღვარის“ გაზრდა - მომენტი, როდესაც ლაქტატი (რძის მჟავას მარილი) იწყებს სისხლში დაგროვებას და ჩნდება დაღლილობის შეგრძნება.

„არგინინი ორგანიზმში აზოტის ოქსიდის წარმოქმნაში მონაწილეობს, - ამბობს ლუი იგნარო, ნობელის პრემიის ლაურეატი და პროდუქტი Niteworks-ის ერთ-ერთი ავტორი – ამავე დროს, აზოტის ოქსიდი ზეგავლენას ახდენს ფიზიკური ვარჯიშის დროს მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, რადგან დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების სისტემაზე.“

ასაკთან ერთად აზოტის ოქსიდის წარმოქმნა ორგანიზმში მცირდება, ამიტომ მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ არგინინის მიღებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს აზოტის ოქსიდის საკმარისი ოდენობით წარმოქმნაზე და გაზარდოს ადამიანის ფიზიკური პროდუქტიულობა. კვლევაში მონაწილეთა „ანაერობული ზღვარი“ იზომებოდა კვლევამდე და კვლევის შემდეგ 3 კვირიანი შუალედით. კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებიც იყენებდნენ საკვების ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს არგინინის შემცველობით, პირველივე კვირაში „ანაერობული ზღვარი“ გაეზარდათ 16,7%-ით და დარჩა ამ დონეზე კვლევის მთელი ხანგრძლივობის მანძილზე. მეორე ჯგუფის მონაწილეებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს - „ანაერობული ზღვარი“ დარჩა უცვლელი.

„ამგვარად, კვლევის შედეგები ადასტურებს არგინინის პოტენციურ როლს ასაკოვან ადამიანებში შრომისუნარიანობის ამაღლებაში, - აღნიშნა გრატონმა. - ეს კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შესაძლებელია უფრო აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრების წესის წარმართვა“.

პროდუქტი Niteworks-ი შეიქმნა პროფესორ ლუი იგნაროს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც 1998 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე აზოტის ოქსიდის ზემოქმედებასთან დაკავშირებული ნაშრომისთვის. ლუი იგნარო არის ასევე Herbalife-ის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.