კოქტეილი ფორმულა 1-ის კლინიკური კვლევები გერმანიაში

ჭარბცხიმიანობა თანამედროვე ცივილიზაციის ნამდვილ უბედურებად იქცა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წ. ჭარბი წონის მქონე ზრდასრული ადამიანების რიცხვმა შეიძლება 2, 3 მლრდ.-ს მიაღწიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია იმ მრავალმხრივი გართულებების გათვალისწინებით, რომელთა მიზეზი შეიძლება ზედმეტი წონა აღმოჩნდეს.

კვლევის მიზანი - ცილით გამდიდრებული საკვების შემცვლელების ეფექტურობის დამტკიცება, როგორც გახდომის და სხეულის ოპტიმალური მასის შენარჩუნების საშუალება. ხელმძღვანელი - მარიონ ფლეტჩერი, პროფესორი, სპეციალისტი დიეტოლოგიის საკითხებში, ხელმძღვანელობს ჭარბცხიმიანობის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფს ულმას(გერმანია) უნივერსიტეტის ბაზაზე, არის Herbalife-ის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

კვლევა გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში და მასში მონაწილეობას იღება 110-ზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი. კვლევის მონაწილეები გაიყო ორ ჯგუფად. პირველი სამი თვის განმავლობაში - წონის აქტიურად კლების სტადიაში - პირველი ჯგუფის მონაწილეებს ყოველდღიურად უნდა ჩაენაცვლებინათ 2 ძირითადი საკვების მიღება პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1-ით და მასთან ერთად პროტეინების ნაზავი ფორმულა 3-ით. მეორე ჯგუფი იკვებებოდა ცილის სტანდარტული შემცველობის მქონე ჩვეულებრივი საკვებით. მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში - წონის შენარჩუნების ფაზაში ორივე ჯგუფის მონაწილეები 1 ძირითადი საკვების მიღებას ანაცვლებდნენ პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1-ით, თუმცა კვლავინდებურად აგრძელებდნენ ცილის მიღებას სხვადასხვა მოცულობით - ექსპერიმენტის ფარგლებში, დანიშნულების შესაბამისად.

კვლევის შედეგების თანახმად ყველა მონაწილემ დაიკლო წონაში, თუმცა მათ, ვინც ცილის გაძლიერებული დოზით მიმღებთა ჯგუფში შედიოდა - მეორე ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით საგრძნობლად დაიკლეს (საშუალოდ 12 კგ - 7-ის წინააღმდეგ). უფრო მეტიც, მათ უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი დაიკლეს, ხოლო ცხეულის მასა ნორმის ფარგლებში დაუბრუნდათ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სტანდარტული ცილოვანი შემადგენლობის მქონე ჩვეულებრივ საკვებთან შედარებით, ცილით გამდიდრებული საკვების შემცვლელების გამოყენება განაპირობებს ბევრად უფრო კარგ შედეგებს როგორც გახდომის, ისე სხეულის ოპტიმალური მასის შესანარჩუნებლად. ამასთან, წონის კლების პროცესში ცილების გაძლიერებული დოზებით მოხმარება განაპირობებს წონის კლებას ცხიმების წვის და არა კუნთოვანი მასის ხარჯზე.

მერიონ ფლეტჩერ-მორსი: „ჩვენ ვიცოდით, რომ ორივე ჯგუფის მონაწილეები საბოლოოდ შეძლებდნენ წონაში დაკლებას, მაგრამ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას აღმოვაჩინეთ, რომ ცილის გაძლიერებული დოზებით მიღება განაპირობებს წონაში უფრო მეტ კლებას.“