შესვლა დამოუკიდებელი პარტნიორებისთვის

ბიზნეს-შესაძლებლობები

ინოვაციები და ხარისხი

  • 4 საკუთარი სამეცნიერო ინოვაციების ცენტრი.
  • თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სპეციალისტებთან.
  • მაღალი ხარისხის მცენარეული ნედლეული.
  • ტექნოლოგიის ზუსტი დაცვა.
ყოველივე ეს უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის ხარისხის გარანტიას, რითიც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ.

ფინანსური შესაძლებლობები *

  • Herbalife-ის ბიზნეს-მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში.
  • ჯილდოების ანაზღაურების მომგებიანი და მოქნილი გეგმა საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ პარტნიორებს, რომ მიიღონ შემოსავლები როგორც საცალო გაყიდვებიდან, ისე საკუთარი ბიზნესის განვითარებით, ასევე სხვადასხვა ბონუსის მიღების გზით.
  • კომპანიის ბრუნვის დაახლოებით 73% უკან უბრუნდებათ დამოუკიდებელ პარტნიორებს ანაზღაურებების და ჯილდოს სახით.

მსოფლიო აღიარე

  • თქვენი პარტნიორი გახდება მსოფლიო კლასის კომპანია, რომელიც უკვე 35 წელზე მეტია, რაც ეფექტურად ეწევა საკუთარ საქმიანობას.
  • ჩვენ მუდმივად ვიზრდებით, შევდივართ ახალ ბაზრებზე, ვხსნით ახალ საწარმოებს და გაყიდვების ცენტრებს, მომხმარებელს ვთავაზობთ ახალ და ინოვაციურ პროდუქტებს.
  • Herbalife-ის აქციები კოტირდება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE: HLF)

მუდმივი მხარდაჭერა

  • დამოუკიდებელი პარტნიორები იღრმავებენ ცოდნას და წარმატებით ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს.
ამისათვის, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, მათ შორის საერთაშორისო ტრეინინგებს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით, ვუზრუნველყოფთ მუდმივ უკუკავშირს, სარეკლამო და საინფორმაციო მხარდაჭერას.

Herbalife-ი იცავს „ოქროს სტანდარტს“ კომპანიის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სფეროში, რომელიც განაპირობებს დაბალ სასტარტო დანახარჯებს და ხელშეკრულების შეწტვეტის შემთხვევაში თანხების უკან დაბრუნების გარანტიას უზრუნველყოფს **

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გახდეთ Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორი, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ჩვენს საიტზე.


* მოყვანილი შემოსავლების ოდენობა და ბიზნესის განვითარების მაგალითები ინდივიდუალურია და არ არის ტიპიური. დამოუკიდებელი პარტნიორის მიერ შესაძლო შემოსავლების მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ Herbalife-ის მიერ გაცემული ანაზღაურებების საშუალო დონის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია საიტებზე: www.Herbalife.com და www.MyHerbalife.com. საცალო ბიზნესის აშენება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა გაჟღერებული შემოსავლების დონის მიღწევა, მოითხოვს დიდ დროს; დამოუკიდებელი პარტნიორების საქმიანობა სპონსორის სტატუსში, სხვა დამოუკიდებელი პარტნიორების მხარდაჭერის და მათი სწავლების კუთხით - მათი პირადი არჩევანია და საკომისიოების და სხვა ანაზღაურებების მიღების საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ მათი შემოსავლების ნაწილია.

** თქვენ შეგიძლიათ სრულად დაიბრუნოთ თანხები, რაც ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის განმავლობაში დაგეხარჯათ დამოუკიდებელი პარტნიორის ნაკრების შეძენაზე. დამოუკიდებელი პარტნიორის ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში კომპანია უკან აბრუნებს ორიგინალ შეფუთვაში არსებულ, გამოუყენებელი პროდუქტების, ან სარეკლამო მასალების შესაძენად გადახდილ თანხებს, თუ მათზე შეკვეთა გაკეთდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე, უკან დაბრუნებული პროდუქტების ტრანსპორტირების ღირებულებაც.