ქველმოქმედება

Herbalife-ის საქველმოქმედო საქმიანობა მსოფლიო მასშტაბისაა.

Herbalife Foundation (HNF)-ის საქველმოქმედო ფონდი

– არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ფინანსირებაში მონაწილეობას იღებს Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორები. HNF-ი, რომელიც 1994 წელს მარკ ჰიუზის მიერ შეიქმნა, დახმარებას უწევს გაჭირვებაში მყოფ ბავშვებს. შექმნის დღიდან ფონდს გადარიცხული აქვს დაახლოებით 6,5 მლნ. აშშ. დოლარი სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად - მათი შიმშილისგან, სიღარიბისგან დასაცავად, მათ მიერ განათლების და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად. ფონდი ასევე ეხმარება სტიქიური უბედურებით დაზარალებულ პირებს (დაახლოებით მილიონი აშშ დოლარი გაიცა 2004-2005 წ.წ.-ში სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დასახმარებლად, რისთვისაც ფონდს გადაეცა წითელი ჯვრის ჯილდო).

Casa Herbalife

– ფონდის ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამა მიმართულია ბავშვთა კვების გაუმჯობესებისკენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფონდი თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან სხვადასხვა ქვეყანაში. პროგრამის სახელწოდება Casa Herbalife მოდის ფონდის მიერ რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია), 1998 წელს აშენებული ბავშვთა თავშესაფრის სახელწოდებიდან. Casa Herbalife-ის 130-ზე მეტი საქველმოქმედო პროგრამა მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა ფარგლებში დახმარება გაეწია 100 ათასზე მეტ ბავშვს.

საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა

Herbalife-ი ასპონსორებს საქველმოქმედო ღონისძიებებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს. 2015 წელს კომპანია Herbalife-ი გახდა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი სპეციალური ოლიმპიური თამაშების გლობალური მომწოდებელი კვების სფეროში, ასევე რუსეთის ნაკრების ოფიციალური სპონსორი.

2014 წელს Herbalife-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო გარბენში "United Chari Games-2014". კომპანია გახდა ღონისძიების სპონსორი და გამარჯვებულებს გადასცა პრიზები