შეფუთვა

მზა ფორმულების ფორმირების და ტესტირების შემდეგ პროდუქტები გადიან შეფუთვის და მარკირების ეტაპს, რაც მიუხედავად პროცესის სიმარტივისა, მაინც მოითხოვს დეტალურ კონტროლს.

აქ მნიშვნელოვანია,რომ შემოწმდეს ეტიკეტზე მითითებული ყველა მახასიათებლის შესაბამისობა თითოეული პროდუქტის რეალურ შემადგენლობასთან. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანად შეფუთული აუცილებელი ტექნოლოგიური პროცესის დაცვით. აღნიშნული კონტროლი ხელს უწყობს შეცდომების გამორიცხვას მრავალმილიონიან პარტიებში და პროდუქტების საუკეთესოდ მომზადებას ტრანსპორტირებისთვის.