წარმოება

ამ ეტაპზე ნედლეულისგან ვღებულობთ საჭირო ფორმულებს პროდუქტების დასამზადებლად.

მათი უმრავლესობა იწარმოება Herbalife-ის საფლაგმანო საწარმოში - ინოვაციების და წარმოების ცენტრში, ქალაქ უინსტონ-სალემში (აშშ). გარდა ამისა, Herbalife-ი მჭიდროდ თანამშრობლობს ინგრედიენტების და ნედლეულის მწარმოებელ იტალიურ კომპანია Fine Foods-თან და ბრაზილიურ კომპანია Liotécnica Tecnologia em Alimentos-თან.

ხარისხის დეტალური ანალიზი

პარტნიორ ობიექტებზე, ისევე როგორც Herbalife-ის საწარმოებში, ტარდება ხარისხის მკაცრი და დეტალური ანალიზი, რომ შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება მზა ფორმულები კომპანიის ყველა მოთხოვნას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ჩატარდა თუ არა ესა, თუ ის შემოწმება, ვაკონტროლებთ ხარისხს და თითოეული პარტიის შემადგენლობას.

საწარმოო ობიექტები მთელს მსოფლიოში

რაც უფრო ფართოვდება და ვითარდება კომპანია, მით მეტი შესაძლებლობა წარმოჩინდება ჩვენს წინაშე. დღეისათვის უკვე Herbalife-ის საკუთრებაშია მრავალი საწარმოო ობიექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, გერმანიაში, ინდოეთში და ა.შ.

ნიჭიერი სპეციალისტების გუნდი

ჩვენი ნიჭიერი სპეციალისტების და მეცნიერების გუნდი სხვადასხვა სფეროდან, ყოველდღიურად მუშაობენ უნიკალური პროდუქტების შექმნაზე და მუდმივად გვაოცებენ საკუთარი ნაშრომებით. ჩვენ არასდროს არ ვჯერდებით მიღწეულს.